Friday, December 17, 2010

გუმბათოვანი ცის ტრაგიკული სხივები

ანგელოზებო ეხლა მითხარით
რატომ ხართ მუდამ ჩემს შორი-ახლოს
არ მინდა თვენი ფერობა ჩემში
რადგან ცოდვანი არის უბრალო
ჰეიი! შენ გესმის ამომხედე
ხედავ ჩემს უკან სხივებს ტრაგიკულს
ეს ღვთის მადლია გადმოდის ჩემში
და მე ისევ ვწერ ამაზე მალულ
მე ხომ ოდესღაც ალბათ მოვკვდები
და თითქოს ლანდი გავქრები ისე
ჩემი ეს ლეში მიწაში გდია
ცრემლი არ მინდა ილოცეთ ჩემზე
და ასე წარვედ სამსჯავროს წინა
შიშით კანკალი ძაგძაგი მინდა
მაგრამ ეს იყო ბოლოს დასასრულს
და მე ზეცაში დავიწყე გმინვა
მე ვუყურებდი გარდაცვლილ სულებს
ვხედავდი როგორ კვნესოდნენ იგნი
ჩემი სასჯელიც ეს უნდა იყოს
მე ბინდი მქონდა თვალებზე დიდი
როდესაც ცაში ნისლი ჩამოწვა
მაშინ გაისმა ბნელი კივილი
გოდებდა ალბათ შავი სიკვდილი
და ჯოჯოხეთში ენთო ფითილი
მე ღმერთის სახის ნახვა მინდოდა
წყურვილი მქონდა მასთან შეხვედრის
მინდოდა მეთქვა შენ ხარ უფალი
და მე ცოდვილი აგერ ვარ შენს წინ
მე განვიცადე ტკივილი როცა
სამსჯავრო წყვეტდა ჩემი გზის ამბებს
ხაზებს უსმევდნენ ჩემს სულში ცოდვას
და მაინც სევდად ცრემლი მაქ თვალზე
შენ მამის სახელს ვეღარ ატარებ
რადგან შვილები დაგვტოვე ობლად
ეხლა მეც მოვედ დავდექი შენს წინ
და განკითხულმა არ მინდა ბორგვა
მე მომენატრე ვერ გეტყვი ისე
მაგრამ წახვედი დამტოვე მარტო
ეხლა ესე ვწერ ჩემს გრძნობას მალულს
თვალებზე ცრემლებს მოვიწმენდ ბრალულს
როგორც ღვარცოფი ისე მომადგა
ეს დიდი განცდა თვით ღმერთის მადლის
უეცრად შეკრთი ხმას ვეღარ ვიღებ
და გარინდული ვიდექი ჩემთვის
უფალმა მითხრა რომ შეგიწყალე
და ეს ცოდვები სადღაც გაჰქრება
როგორც ფენიქსი აღვდგები ისე
ვითომ ფერფლშიაც სიცოცხლე წმინდა
და მე დავბრუნდი ვით განწმენდილი
ისევ და ისევ ვცოდავთ და ვგოდებთ
ჩვენ ეს სასჯელი გვარგია ღვარძლად
ადამიანო შენ ღმერთზე გოდებ...

No comments:

Post a Comment