კამარა შეკრა ვარსკვლავთა წყებამ
მთვარე აღიძრა მყინვართა წვერზე
ღრუბელთ მოარულთ გზები გაეხსნათ
წვიმის წვეთები ლანდავდა კიდეს
გზა კვალ არეულს ბნელი ფიქრებით
ცრუ მახეებით გარს შემომალულს
შეპყრობილებით ძალ გადაცდენილს
მოპირკეთებულ ციხეს მიმაგრულს
სანთელთა შუქით გარემოცული
მცირე კელია გაბრწყინებულა
კლდის მღვიმეებში გამოკეტილი
ვინმე მამაო ღმერთს შეჰვედრია
ღმერთო ყოველთა ჩვენთ შემოქმედო
შემქმნელო ცისა მიწისა ზღვების
მეფის დიდების თანაავტორო
ყოველთა წმინდანთ განდეგილების
ბერი ვარ მონა მორჩილი ღვთისა
მე მეუფების არ მესმის ბევრი
ნუთუ სიყვარულს განარჩევ სხვისგან
და მე მორწმუნეს ცრემლი მაქ ბნელი
წუხელის ვინმე ვაჟი მესტუმრა
პირ მშვენიერი უბიწო მზერით
მას ერთი კითხვა დაუსვამს შენთვის
ნუთუ სიყვარულს რა არის ეტყვი
მას ჰყვარებია მეფეთა გზნებით
მას გულში ჰქონდა ყოვლად სიკეთე
მან სიყვარული ხატზე შეფიცა
მან სიყვარული შეიგრძნო მწიფე
თურმე ყოფილა პირველი განცდა
გრძნობებს გარდასულთ იგი დაგიწერს
მოინანიებს ალბათ ამ ცოდვას
ანგელოზებმა იგი გაწირეს
ღმერთო მიბოძე რომ იქნებ ვუთხრა
საიდუმვლობა გამანდე ისევ
რათა ავუხსნა ვაჟს სიყვარული
ან ის რა არის და რას ანიჭებს
უეცრად მღვიმე გასხივოსნებულს
ვერცხლის მონეტას გადაენაცვლა
ზეცის თაღიდან სხივზე დაწერილს
ბერმა გრაგნილი ღვთისგან ინება
მისმა თვალებმა ასახეს ძნელი
სიკეთოვნება სხივზე გადმოსცა
მკრთოლვარედ ბერმა აზიდა ხელნი
და სამადლობელს ღმერთს შეუფიცა
მუხლებს ჩამოყრილს თვალებ დავრდომილს
ვაჟი მტირალა ტირიფად იქცა
მან დაინახა მეფეთა მეფის
დიდი მეუფის განგება ღვთისა
-ადამიანო მე გეტყვი ყოველს
მე სიყვარული შევქმენი თვითონ
თქვენ გიყვართ გწამთ და ამაყობთ მისით
ვინც სარგებლობას გიბოძებთ ვითომ
სუფრას გაშლიდით ფრთებით შემკობილს
იქ ადღეგრძელებთ ღვთიურ საგანძურს
ტაძარში შესულთ სანთელს ანთებდით
მე გადარჩენას მომთხოვდით თითქოს
თქვენ სიყვარული ჩემი უარყვეთ
იწამეთ გრძნობა სიყვარულს ეტყვით
ეხლა მე გეტყვი ნამდვილ სიყვარულს
რომ შენ მას ეტყვი სიყვარულს ეტყვი
გთხოვთ შეიყვაროთ თვით სიყვარული
ირწმუნეთ რათა სულთ შეეწევნით
ნამდვილ სიყვარულს მე ეხლა ვხედავ
შვილო მე გეტყვი სიყვარულს ეტრფი...
am komentarebis wera iswavleT ra ra jandaba gchirt? :D:D:D
ReplyDeletenamdvilad gyvarebiaaa vigac romelsac ubralod ver iviwyeb
ReplyDelete