Saturday, December 18, 2010

მე შენში მხოლოდ ეს დავინახე

შენ პოეტის ფიქრში ზიხარ
თან კაცების გულში მყოფი
სულის მშვენებაც თუ შენ ხარ
დამშეული დაგრბის ცოფი
შენი სახიდან მომდინარს
ცრემლი უბიწო ვნებაა
ნატურალისტის ნათქვამი
შენი ხატება შვებაა
და იქ კამარას ალი ეკიდა
ვითომ თითქოსდა ვუზმერდი
ღრუბლები მიმოდიოდნენ
ქარში ნარწევი ვფიქრობდი
სურვილით წყურვილს ნდომა აკლია
შენი სიტყვებით თამაშიც ვიცი
შენზე დაწერა ჩემი ვალია
მე ამ ნაწერთან მაერთებს ფიცი
უბადრუკოვ გრძნობავ გესმის?!
ამ ქვეყანას ვტოვებ მარად
ეს პირქუში გრძნობა ჩემი
დამიხვდება ბნელში ფარად
ამ ცხოვრების მე არ მესმის
ვიბადებით ვცოდავთ ვკვდებით
შენზე ფიქრი მალულ ჩემი
ჰქრება თითქოს ქვაზე ვდებდით
მთაში მოსულ ზვავად მოხვალ
ბარში მიწა ხარ დედად ქცეული
შენ შხაპუნა ხარ კეკლუცი წვიმა
ის ტალღები ხარ ზღვაში რომ იცის
მე ვწერ და გიწერ ამ გრძნობას ჩემსას
გულში რომ ზის და უარყოფს ყოველს
ჩემი კალამი დაწყევლის ყველას
ვინც შენში უმზერს ბოროტ მომლოცველს
და მე მოგიძღვნი აზრებს ურითმოს
ფიქრში გაქცეულს ლექსებს გიქსოვდი
შორით მოსჩანდა ბინდით მოცილი
წერას ვბედავდი შენთვის ვფიქრობდი
მე მთაში მოვალ ყინულის ლოლოდ
ზღვაში ვიქნები სურვილის თევზი
ცაში არწივი ფრინველთა მეფე
შენი ხალიჩა ოთახში მყოფი
მე მინდა ვიყო ის თასმა შენი
რომელსაც მუდამ დაათრევ სხარტად
შენი სურვილის მონა მსურს ვიყო
ქარს გამატანდი თითქოსდა ლანდად
ცაში ნაჭედი ღრუბელი ვიყო
მუდამ დაგცქედრდი უბრალოდ მორცხვად
ის გამალებული გრძნობა რომ ვიყო
რომელიც შენში ბუდობდა მარად
ქარი ფურცლავდა ამ ფიქრებს ცხადულს
მწარედ მაცლიდა შენზე ოცნებებს
მე შენთვის დავწერ კიდევ უამრავს
ამ ჩემს ნაბოდვარ ნაცოდარ ლექსებს

Friday, December 17, 2010

თუმც მწუხარია და იდუმალი

სისხლს აბრდღვიალებს ცა ბობოქარი
ღრუბლები ჩადრის ტოლ მისტირიან
მილეულია სიცოცხლე ზღვაში
ზვირთები ამბავს განიკვირვიან
სანაპირო კი მწუხარია და იდუმალი
ნელი ნაბიჯით მოდგომია ვნებათა ღელვა
ჰორიზონტს გასცდა მეწამული მზის ბოლო სხივი
ღამის უკუნეთს შეფარვით ელის მნათობი ელვა
სასიყვარულოდ შეინუსხა ფოთოლთა ცვენა
მის ვერაგ განცდას წაიყრუებენ ნაპირის მცველნი
სასაფლაოზე დარღვეულია გარდაცვლილთ კრება
სანაპირო კი მწუხარია და იდუმალი
ზის ჩუმი გნომი ფიქრებში ჩაფლულს
მიეპარება მადლი მისი აწ განშორება
შეტვარებული დალევს თვრება არაყით
და ცრემლით კახპას მიეგებება
თოვს მთვრალი ღამეს დაემდურება
მძინარე აზრებს გაუმხელს სატრფოს
შეშინებული ძაგძაგებს ბრალით
მის საიდუმლოს არავის ანდობს
სულში დაღვრილი სანთელის მკალი
მდნარი ყინულის ფოლადი დაგმო
მოპარულია ფიფქები მთაში
და მან გრძნობები თამაშში დადო
მწარე სიმართლის შიში აფერხებს
შუბლზე მიდებულ ტყვიების წამზომს
ფიქრი მოკვეთით იძახის უარს
რადგან არ უნდა გრძნობები დათმოს
ნუთუ ძნელია აღუწერელი
მისი სიძვირე ასე მწველია
სად გაჰქრა ჩემი სნეულებანი
რომ ვარ ცოცხალი დამიტირიან
და ჩაესვენა სანთლის ის ალი
რომელზეც წერით თვალს დამითხრიან
მომკვეთენ ხელებს მომტყდება მზერით
მე საკვამურში დამიმალვიან
სასაფლაოზე ქარი სუფევს და ძნელთა წყვეტა
წარუწყვეტელი ლანდი მისი ბობოქრობს ისევ
სანაპიროზე თუმც მწუხარია და იდუმალი
ქალი აღელვებს მეწამული იისფერ ზვირთებს

სიყვარულის ის მცნება რომელიც გაიზიარეს

კამარა შეკრა ვარსკვლავთა წყებამ
მთვარე აღიძრა მყინვართა წვერზე
ღრუბელთ მოარულთ გზები გაეხსნათ
წვიმის წვეთები ლანდავდა კიდეს
გზა კვალ არეულს ბნელი ფიქრებით
ცრუ მახეებით გარს შემომალულს
შეპყრობილებით ძალ გადაცდენილს
მოპირკეთებულ ციხეს მიმაგრულს
სანთელთა შუქით გარემოცული
მცირე კელია გაბრწყინებულა
კლდის მღვიმეებში გამოკეტილი
ვინმე მამაო ღმერთს შეჰვედრია
ღმერთო ყოველთა ჩვენთ შემოქმედო
შემქმნელო ცისა მიწისა ზღვების
მეფის დიდების თანაავტორო
ყოველთა წმინდანთ განდეგილების
ბერი ვარ მონა მორჩილი ღვთისა
მე მეუფების არ მესმის ბევრი
ნუთუ სიყვარულს განარჩევ სხვისგან
და მე მორწმუნეს ცრემლი მაქ ბნელი
წუხელის ვინმე ვაჟი მესტუმრა
პირ მშვენიერი უბიწო მზერით
მას ერთი კითხვა დაუსვამს შენთვის
ნუთუ სიყვარულს რა არის ეტყვი
მას ჰყვარებია მეფეთა გზნებით
მას გულში ჰქონდა ყოვლად სიკეთე
მან სიყვარული ხატზე შეფიცა
მან სიყვარული შეიგრძნო მწიფე
თურმე ყოფილა პირველი განცდა
გრძნობებს გარდასულთ იგი დაგიწერს
მოინანიებს ალბათ ამ ცოდვას
ანგელოზებმა იგი გაწირეს
ღმერთო მიბოძე რომ იქნებ ვუთხრა
საიდუმვლობა გამანდე ისევ
რათა ავუხსნა ვაჟს სიყვარული
ან ის რა არის და რას ანიჭებს
უეცრად მღვიმე გასხივოსნებულს
ვერცხლის მონეტას გადაენაცვლა
ზეცის თაღიდან სხივზე დაწერილს
ბერმა გრაგნილი ღვთისგან ინება
მისმა თვალებმა ასახეს ძნელი
სიკეთოვნება სხივზე გადმოსცა
მკრთოლვარედ ბერმა აზიდა ხელნი
და სამადლობელს ღმერთს შეუფიცა
მუხლებს ჩამოყრილს თვალებ დავრდომილს
ვაჟი მტირალა ტირიფად იქცა
მან დაინახა მეფეთა მეფის
დიდი მეუფის განგება ღვთისა
-ადამიანო მე გეტყვი ყოველს
მე სიყვარული შევქმენი თვითონ
თქვენ გიყვართ გწამთ და ამაყობთ მისით
ვინც სარგებლობას გიბოძებთ ვითომ
სუფრას გაშლიდით ფრთებით შემკობილს
იქ ადღეგრძელებთ ღვთიურ საგანძურს
ტაძარში შესულთ სანთელს ანთებდით
მე გადარჩენას მომთხოვდით თითქოს
თქვენ სიყვარული ჩემი უარყვეთ
იწამეთ გრძნობა სიყვარულს ეტყვით
ეხლა მე გეტყვი ნამდვილ სიყვარულს
რომ შენ მას ეტყვი სიყვარულს ეტყვი
გთხოვთ შეიყვაროთ თვით სიყვარული
ირწმუნეთ რათა სულთ შეეწევნით
ნამდვილ სიყვარულს მე ეხლა ვხედავ
შვილო მე გეტყვი სიყვარულს ეტრფი...

გუმბათოვანი ცის ტრაგიკული სხივები

ანგელოზებო ეხლა მითხარით
რატომ ხართ მუდამ ჩემს შორი-ახლოს
არ მინდა თვენი ფერობა ჩემში
რადგან ცოდვანი არის უბრალო
ჰეიი! შენ გესმის ამომხედე
ხედავ ჩემს უკან სხივებს ტრაგიკულს
ეს ღვთის მადლია გადმოდის ჩემში
და მე ისევ ვწერ ამაზე მალულ
მე ხომ ოდესღაც ალბათ მოვკვდები
და თითქოს ლანდი გავქრები ისე
ჩემი ეს ლეში მიწაში გდია
ცრემლი არ მინდა ილოცეთ ჩემზე
და ასე წარვედ სამსჯავროს წინა
შიშით კანკალი ძაგძაგი მინდა
მაგრამ ეს იყო ბოლოს დასასრულს
და მე ზეცაში დავიწყე გმინვა
მე ვუყურებდი გარდაცვლილ სულებს
ვხედავდი როგორ კვნესოდნენ იგნი
ჩემი სასჯელიც ეს უნდა იყოს
მე ბინდი მქონდა თვალებზე დიდი
როდესაც ცაში ნისლი ჩამოწვა
მაშინ გაისმა ბნელი კივილი
გოდებდა ალბათ შავი სიკვდილი
და ჯოჯოხეთში ენთო ფითილი
მე ღმერთის სახის ნახვა მინდოდა
წყურვილი მქონდა მასთან შეხვედრის
მინდოდა მეთქვა შენ ხარ უფალი
და მე ცოდვილი აგერ ვარ შენს წინ
მე განვიცადე ტკივილი როცა
სამსჯავრო წყვეტდა ჩემი გზის ამბებს
ხაზებს უსმევდნენ ჩემს სულში ცოდვას
და მაინც სევდად ცრემლი მაქ თვალზე
შენ მამის სახელს ვეღარ ატარებ
რადგან შვილები დაგვტოვე ობლად
ეხლა მეც მოვედ დავდექი შენს წინ
და განკითხულმა არ მინდა ბორგვა
მე მომენატრე ვერ გეტყვი ისე
მაგრამ წახვედი დამტოვე მარტო
ეხლა ესე ვწერ ჩემს გრძნობას მალულს
თვალებზე ცრემლებს მოვიწმენდ ბრალულს
როგორც ღვარცოფი ისე მომადგა
ეს დიდი განცდა თვით ღმერთის მადლის
უეცრად შეკრთი ხმას ვეღარ ვიღებ
და გარინდული ვიდექი ჩემთვის
უფალმა მითხრა რომ შეგიწყალე
და ეს ცოდვები სადღაც გაჰქრება
როგორც ფენიქსი აღვდგები ისე
ვითომ ფერფლშიაც სიცოცხლე წმინდა
და მე დავბრუნდი ვით განწმენდილი
ისევ და ისევ ვცოდავთ და ვგოდებთ
ჩვენ ეს სასჯელი გვარგია ღვარძლად
ადამიანო შენ ღმერთზე გოდებ...

ბინძური ბრძენი მოხუცი ცეცხლით

ბინძური იყო ეძინა სკამზე
მე კი ვუსმენდი ჩემთვის და რინდად
ძილში ბოდავდა ალბათ სიმართლეს
რომ უკვდავებას ქვეყნად არ ღვიძავს
მე მოვუსმინე მოხუცის აზრებს
ვიცი ის იყო თეთრ წვერა ბრძენი
მართალს ამბობდა მჯეროდა ასე
და ჩემთვის მივხვდი სიცრუეს ვთესდი
განა ბუნება რისი დედაა
თუ არ ჰქმნა უკვდავ ისევ სნეული
ეს სნეულება უკვდავებაა
უკვდავებაა ისევ სნეული
მე გეტყვი მართალს ღმერთო მისმინე
შენ კარგად იცი რად მეწვის იგი
იგი ისაა ღმერთმა რომ შეჰქმნა
იგი ისაა ღმერთიც რომ ებრძვის
წარმოიდგინე ეხლა უფალო
თითქოს სამყარო იმის გარეშე
წარმოიდგინე? რას ხედავ მეტყვი
ვიცი შეგძულდით და ვერ აღმიწერ
მთვარე სუფევდა ღამე დგას ბნელი
ცას ვარსკვლავები ეფინა სვეტატ
ლამპიონები გზებს მინათებდნენ
მე მოვდიოდი ფიქრად და სევდად
ამ გრძნობამ გულში დაჩრდილა ბევრი
ჩემი გონება ფიქრობდა ერთზე
ჩემი თვალები ბრწყინავდნენ მხოლოდ
ამ გულში მეწვის ეს გრძნობა შენზე
ნახე რას ამბობს მოხუცი ბრძენი
მისი ჭაღარა მართალ ბერდება
რომ ქვეყანაზე მაგის საფასურს
ვერ გადაიხდის ვერცერთი ვერა
ამ მწირ სავანეს ცოდვით ამძიმებს
წყურვილი მოდგმა კაცთა ერისა
მათგან ერთერთი მე ვარ რჩეული
ეს გრძნობა ჩემი თავმოკლულისა
ანგელოზები შურით ამბობენ
ის ცოდვილია წმინდანი მაინც
რაღაც ღვთისმშობელს მიგიგავს ალბათ
არა ბოდიში მას მიჰგავს შენთვის
თუმც უკადრისი ვიკადრო როცა
სადღაც გაწყდება ეს ბეწვის ხიდი
მაგრამ მე მჯერა მიშველის ალაბთ
ეს გრძნობა ჩემი რატომაც ვწერდი
ცაში როგორღაც ვისწავლი ფრენას
მინდა ვიცურო ვითარცა თევზი
მინდა მიყვარდეს როგორც  არასდროს
თითქოს არავის უყვარდა იგი
და ღმერთმა შეჰქმნა ეს გრძნობა ორის
ორთა სიყვარულს გზას არ აქ ბოლო
გვირაბი არის შუქით მოცილი
მოვითხოვ ამბორს მოვალ უფალო
მე შემომხედა  მოხუცმა ნელა
მიხვდა თუ როგორც მიყვარდა იგი
მის თვალებიდან მოგორავს სვეტად
სულის ნადებში დაღვრილი სისხლი
დიდხანს მიყურა ეულ და ფერად
ალბათ იფიქრა რატომღაც ვსჯიდი
ისევ მიყურებს ბოლოს კი მითხრა
დიდად მიყვარდა და ასე ვთვლიდი
რომ სილამაზეს მისსა საუფლოს
არ გააჩნია თავი და ბოლო
ის სამოთხიდან მოპარულია
ის ნარნარია ფაქიზი მხოლოდ
თითქოს ედემის ბაღში ნამღერი
წყალობა ღმერთმა დაუშვა შენზე
ანგელოზები გვერდს უმშვენებდნენ
შენ კი მე გყავდი მდრიკავდი მკერდზე
და ცაში ბოლოს დაწერა ღმერთმა
ალის წვეთებად ამგვარი სტროფი
რომ უკვდავება სნეულებაა
და გრძნობაც ჩემი არის სნეული...

მე ვაზიარებ ბრალთან სიყვარულს

მსურს მე სიკვდილი საუფლო ნების
წარღვნა მოსულით დამივლის ფეხმარდ
მას გაყოლილი უკუნეთ ბნელში
ჩემზე მლოცველი არვინ დამრჩება
დიახ მჭირს მტანჯავს ნდობა წყურვილი
ალბათ რომ ვკვდები არ ვიცი რატო
ვით უბადრუკი დავბორავ ასე
თითქოს სიკვდილზე მსურს გავივარჯვო
არ ვიცი რატომ არ ვიცი რისთვის
მემგონი ვხვდები მიზეზს ბედისას
ვითომდა ვბორგავ ვითარცა ვკვდები
ზეცის გზის ბოლო შორითღაც მოსჩანს
ნუთუ ყოველში ბრალული არის
ეს გრძნობა ჩემი გულში რომ სუნთქავს
თითქოს სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს
და თუ ასეა მაშინ მე წავალ
და მე წარვიდე საღადღაც შორით
ჩემი გზა მიდის საფლავის ქვასთან
ალბათ ღირსი ვარ ვიტანჯო ასე
და ჩემი გრძნობაც მიწისკენ მივა
მე მიმინდვია სახელი ჩემი
ჩემი ძმებისთვის რომელნიც მიყვარს
ჩემი გრძნობები მიართვით ღმერთებს
იქნებ იმათმა მაინც იციან
გაიგონ ჩემი ტანჯვა ტკივილი
მიიღონ გრძნობა რომელმაც მომკლა
ცოდვებით არის ბურუსში მოსჩანს
ჩემი ნაწევი სიგარეტს ზომა
ფილტვები სადღაც ბურუსში მღერის
ჭლექით დასნეულს სიკვდილ მერევა
თუნდაც რომ მოვკვდე აზრი მითხარით
მე თქვენი ღირსი არ ვარ და ვხედავ
მაშინ მე მოვკვდე წარვიდე მიწას
მე მიჩუქნია გრძნობები თქვენთვის
აჰაა დახიეთ დაგლიჯეთ ეცით
და ფერფლიც ჩემი გაფანტე შენთვის

Thursday, December 16, 2010

ნარნარად რეკდა თითები ხელის

ხელის თითები ნარნარად რეკდა
ეგ ხელის გული სათუთი იყო
მტევანი მომცრო ზომისა გახლდათ
ჩემს ხელზედ იჯდა ლამაზი გოგო
თვალები რაღაც ბრწყინავდნენ მზერით
მზერა რომელიც ჩანერგა ღმერთმა
თვალებში სადღაც მოსჩანდა შორით
თითქოს გაისმა ელვა და სჭექდა
ვიცი ხატება შენი წარმართის
რომ დაგიფიცო ღმერთი გამიწყრება
რადგან მან იცის გულის კუნჭულში
რომ მასზე მეტად შენ ხარ და ლეწავს
ის ლეწავს ყოველს რაც კი უფალმა
მე დამაბერტყა რომ ვწერო შენთვის
ეს სიყვარული ქალვაჟურს არ ჰგავს
ეს სიყვარული არაა მგონი
რადგან მან იცის მეც ვიცი თვითონ
მე ხომ უფალმა დამბადა მისთვის
იმისთვის ვწერო იმისთვის მოვკვდე
ვისთვისღაც ყოველ წამს გავიმეტო
და გეტყვი მრავალს ათასჯერ კიდევ
შენზე ოცნება ფრთებშესხმულს მიჰგავს
არ ვიცი რატომ არ ვიცი რისთვის
ნუთუ შენ ის ხარ მრიყავ და მრინდავს
აღუწერელი ენით მომკობა
დაუწერელი ყოველი კალმით
ეს სილამაზე შენზეა მგონი
და ღმერთმა სასჯლად გარგუნა ცოფით
და მრიყავ ისე როგორდაც ზღვაში
დიდი ტალღები გლიჯავენ რითმებს
მიახეთქებენ ნაწერებს ჩემსას
კლდის შვერილებს და უღმერთო ზვირთებს
ამობრწყინდება პირველი სხივი
ფერხმთით დამთხილი ის არის შენთან
და დავრდომილი ღრუბლები შენს წინ
შენ ქედს მოგიდრეკს ქუხილი ჩექად
ხელის თითები ნარნარად რეკდა
მაგ ხელის გული სათუთი იყო
მტევანი მომცრო ზომისა გახლდათ
პატარა იჯდა ჩემს ხელზედ გოგო
თვალები რაღაც ბრწყინავდნენ მზერით
მზერა რომელიც ჩანერგა ღმერთმა
თვალები სულის სარკეა მგონი
მის ღრმულში მოსჩანს ელვარედ ჭექდა
თავს ლაფი დასხმულ ვიარო ოღონდ
მეორედ ვნახო გვირგვინი შენი
თავს ზედ რომ გადგას მოგიძღვნა ზეცამ
შარავანდედი უმანკოდ ყოფნის
სახება შენი აღუწერელი საუფლო ენის არსება მოდგმად
ხატება შენი დაუწერელი ვითარცა კალმით ყბედობა მოთხრა
ყოველი შუღლის მიზეზი შენ ხარ
ეგ სილამაზე უსაზღვრო ზომის
და მოქარგული მზედ შემკობილი
აურაცხელი გრძნობების სვეტად
შენ ტოტემი ხარ სალოცად ჩემი
მე ვერ ავიტან ამდენს და ვბედავ
რომ ზეცამ მიყოს ოღონდაც რამე
თუ ფრთებშესხმული ავცდები მიწას
მზეს შჶმიძლია ვუსწორო თვალი
შენს ფერხმთით არის გამთხილი ია
და ვამკობ მარად ვარდების ძეგლად
მე შენს ნაკვალევს ნაბოტარს გზებში
გულაცრუებულს გეყრები ქვიშად
მე ხატს ვუყურებ მოვერცხლილს შენში

დაისი

მზე ჩაესვენა ოდესღაც ჩემი
დავდივარ მრავალს ცოდვების გზაზე
ფეხები მტკივა ხშირ სიარულით
და გული მტკივა ვინტანჯო ასე
ფარდა გაირხა ბნელ შეთქმულების
მას აქეთ იქით აძონძებს დარმა
ქარის ტანღები ჩემს ზურგზე მჯდომი
მიტოვებს მხოლოდ მაგონებს მრავალს
ოთახში მყოფი ფიქრებით შორით
სანთლის ელვარე შუქი მინთია
მე შევეცადე მეწერა ლექსი
რადგან არასდროს არ გამიგია
რომ სიყვარული ღვთის სამშვენისი
ცოდვათა ტრაპზე ვერ უძლებს დროკვას
გულის სიჩუმეს ვიღაცა ებრძვის
და ცდილობს ნათლად სიამე მომგვრას
და თუ შენ ერთი ჩემთვის საუფლო
მე ნეტარების განვიცდი წამებს
მაშ მისურვნია რომ ეს ნაღვენთი
დროის ქარცეცხლში და დამიბრუნდეს
კვლავ განვიცადო ის განშორება
ისევ შევიგრძნო მკრთოლვარედ შენი
მინდა გრძნობები ისე ერიოს
როგორც სასმელში ირევა ბევრი
და დალეული თითქოსდა მთვრალი
ვითომ სასმელმა მე ასე დამცა
მაგრამ ვერავინ მაჩოქებს ერთის
გარდა ის ვისსაც სიყვარულს ვლოცავ

ნამქერი

სადღაც ნამქერი ცვიოდა ნელა
ეფინებოდა ამ გულს დაღალულს
დღეს შენს თვალებში რატომღაც ბნელა
მე ვერ გაგიმხელ ამ გრძნობას მალულს
და მე მიყვარხარ ძლიერ და დიდად
დიდხანს გიძღვნიდი შენზე ოცნებებს
მე ამ ფიქრებმა დამარქვა ქარვა
სულში ჩამოღვრილ დამშრალი ღობედ
ჩემი საფლავის ქვაზე ნაწერი
მე ჩემი გრძნობა იქაც გამყვება
სადაც სიყვარულს დაარბევს ბნელი
სადაც სიყვარულს არ ელტვის ყველა
შენზე რითმები ქარში ნამღერი
დღეს მას მიჰყვება ონკანის წყლისას
შენ ჩემი გულის დაანთე ცეცხლი
ცეცხლი რომელიც ანთებს და ბზინავს
და მე გაქცეულ ფოთოლს ვედრები
სიოს ტალღებზე რომ ცურავს რინდად
მე დანაშავედ იმიტომ გთვლიდი
რომ შემიყვარდი და გიწერ რიტმად
მე მარტოდ ვიდექ იმ დულის კართან
რომელზეც წერამ მიმატა თეთრი
ჩემი თითები დააშრობს მელანს
ვითარცა ვწერდი და ისევ გწერდი
როცა სიბნელე გაფერმკთალდება
და ჩემი შენში დაიდებს ბუდეს
ჩვენი ფიქრები ერთხმად ერთდება
ბოლოს ეს ცრემლი დაარბევს გუბეს
და ცეცხლად მეწვის ეს გრძნობა ჩემი
შენთვის ამის თქმას წინ არვინ უდგას
და მაინც შორით წაგვიყვანს გემი
სევდით გესროდი ბუმბულის გუნდას
მე უბადრუკი დავდივარ ასე
ასე უმეცარ უბედურ გზებით
ჩემში იმეფებს ის ღამე როცა
როდესაც ამბორს მაჩუქებ ლექსით
უკუნეთ ღრიჭოს სანთლით ვქოლავდი
ვაზრობდი ბევრს და ვფიქრობდი ყოველს
ასე სარკის წინ მშვიდად ვიჯექი
ასე პირველად მახინჯი ვპოვე
მე შენთვის მინდა ყოველი ღამე
მინდა გაჩუქო ცა მზე და მიწა
ერთხელ მოგიკრეფ მთვარეს გავსებულს
და ასე შენში ვიქნები ფიქრად

თეთრი თათმანი

უმზერენ ზეცას ვარსკვლავთ კარიბჭეს,
დაბღუჯაბმული ღრუბლების კიდეს.
შორი მთებიდან წვიმას იპარავს...
ცრემლიან თვალებს ქარი აღმივსებს.
იქ შემოდგომა მიწურულიყო
გარდასულება ჰქონდათ ყვავილებს,
სიოს წუილი ხის რიგთა შორის...
ძველ დავიწყებულ ფიქრებს აღვიძებს!
მე ლექსის წერა არ შემიძლია,
არც იმას ვიტყვი, რომ იგი დამწერს,
მე თეთრ თათმანში გრძნობას არ გავცვლი
თუმც ზუსტად ვიცი, რომ ის გამცვლის მე...
უფსკრულის ყელში გადაჩეხილი,
თავს არ გავწირავ და დავფიქრდები...
რომ ჩავმხტარიყავ იცი გოგონა?
მე შენზე ამ ლექსს ვეღარ დავწერდი.

შენზე ძაგძაგით რითმებში ჩავკლავ

მე ვერასოდეს გაგიმხელ ენით
რადგან ვერასდროს დაგიწერ ამას,
რომ იდუმალი ბნელეთის ვნებით
შენს თავთა ზემოთ არავის დავსვამ...
თითქოს ბოროტის დავკრა ყიჟინა
ბუკს და ნაღარას ვამღერებ ზეცის,
ალბათ გალობას მე შენზე ვქარგავ
და ვხატავ მრავალს ოცნებებს შენთვის...
ვისთვისღა ვწერო თუ კი ვიღაცა,
გამვლელი ვიყო სალამის მთქმელი,
თუ კი ხინჯებად შენს გულში ვეგდო
მაშ გდომა ვიყო ეულ ამ ქვეყნის.
და არცა ბოლო არც დასასრული,
ჩემთვის შენს გრძნობას საზღვარი არ აქ
მუნიფატორებს ვერსალის ტახტზე,
შენზე რითმებად ძაგძაგით ჩავკლავ!!!

ედემის იას

ჩემი ვარდი ხარ ედემის ბაღის
ნორჩი ყოილი გერგეთის ცისა,
ის ორქიდეა რომელიც მიყვარს
და ის მშვენება რომელზეც ვგმინავ.
ქალავ ცხოვრების წყურვილი მიკალ,
დავბერდი ოცნებით დანატრებული,
მაღალი მთიდან შენთვის მლოცველი
სიცოცხლის წყაროს გამომთხოვნელ.ი
ვერვინ გაჰბედა შენ შეგხებოდა,
მოარულ ღვარცოფს შიშით დაჰხარის,
მე შენ გიპარავ და გმალავ ჩემში,
როგორც პოეტი ლექსებით ქარში,
როს მოვა ჟამი შენ გასთხოვდები
და ჩემი ფიქრიც შენ გამოგყვება,
ჩემი თვალების სულში ჩამოღვრილს
ცოფით დამშეულს ცრემლი წამსკდება...

ბევრჯერ მიწერია

ოდეს, გაზაფხულს მშვენება ლაღი
ოდეს სიჭაბუკე უბიწო ვნება,
ოდეს სიყვარული ყმაწვილი ქალის
ოდეს სილამაზე თუმცა ამიხდება.
და მდგომი შენს წინ ზამთრის ცივ ღამეს,
და დავრდომილი თქეში შენი ზეცის მასხამდა...
და დავიჯერე, თითქოს სინანულს ვგრძნობდი,
და სილამაზეს მე პოეტი რითმად ქარგავდა.
ვითომ უშენოდა მობეზრებული,
თითქოს უძილობით დატანჯულიყო,
ვითომ საიქიოს ქნარს რეკდა ბერი...
თითქოს ეგ ცრემლები მოპარულიყო.
აწ უსაზღვრობის წამზომის მზომი,
მე ვიცი ლექსი, თუმც უწერელია
ის აშრობს მელან,ს დაგლიჯავს ფურცელს
და ეს სინამდვილე, მე შენზე მიწერია.

ჯღანო

მერე რა რომ ზამთრის ნარნარ სუსხში,
გაზაფხულის მზის სხივები ნელა-ნელა იპარება,
პეპლის ფარფატს რომ შესცქერი,
ამით რა რომ გეტევება?
არა არა, მომისმინე! შენ დღეს გიჯობს მოთმინება,
ჰა გახედე იმ მთა გორას მოხუც ქალზე შიშველ სახეს,
გულში გიდევს ის ზრახვანი რის გამოდაც განზე გაგდეს,
მოთმინებით იმალება ბნელ კუთხეში ქალის სახე,
მის თვალებში ისახება ცუდ რომ დადეს გმირთა მახე.
მთვარის დუდუნზეა როცა ეგ ღიმილი არ გიხდება...
რატომ რატომ რად მითხარი, ჯღანო ხარო ამიხდება???

ზიზღში ჩამხრჩვალი ბოღმათა არე

მე მოგიპარე გუნდა და ფიფქი, ვითომ ვიღაცას წავართვი რამე,
მთელი ცხოვრება მოგყვები უკან, უკან ხედვისას თვალს ამარიდებ!
მიყვარდი ძლიერ არ გამაგონე და გეძახოდი ქარს გაატანე,
მოპარულ ფიქრებს ლანდი დაჰყვებათ და შენ გეძღვნება გული მატკინე.
ვიცი გიყვარდა გრძნობების საგა, თავზე დახევა არ შევიმჩნიე,
მე შენ გიცქერდი ფანჯრის რაფიდან, მეორე მხრიდან ვგრძნობდი სიცივეს,
მე, თქვეში მცემდა გაძაფხულისა ზაფხულის სიცხე მიკლავდა ვნებებს,
რომ მოგიძღვენი გახსოვს ის ლექსი? რომელიც ცივად გადაკარ მალე...
და შეუპოვრად მეძახი ისევ, ზიზღში ჩამხრჩვალი ბოღმათა არე!

მე წავალ

როცა წავალ დამიტირებს ყველა,
და თუ წავალ, იქ დამხვდება მამა
ხელს ჩამჭიდებს, ჩამიხუტებს მაგრად
აქ დამრჩება ბევრი კარგი ნატვრა.
ჩემი წასვლით დაგაკლდებათ რაღაც!
ან პატარა ანდაც დიდი, ის გრძნობები გაქრა,
დიდ სუფრებზე გამიხსენებთ ალბათ...
ჩემი სახის, სიბრწყინვალე ჩაქრა.
და მე წავალ საიქიოს ჩემო ძმებო კარგათ,
გულის ქვითინს ნუ აჰყვებით! დამარიგეთ მარგად,
ჩემო დებო, ალბათ, თქვენც იტირებთ ჩემი წასვლით,
მაგრამ ვწუხვარ ეს არ მინდა, გაიხარეთ წადით!
დედაჩემის შეგონება დაიხსომეთ ყველამ...
ჩემს კუბოსთან დაჩოქვილი ცრემლს დამალავს ნეტავ?!

მე შენ და მებადურე

ღამის წყვდიადში დამალულ ცრემლებს მთვარებ უყურებს,
მასზე იცინის და აღაჟღაჟებს ...
მოპარულ ფიქრებს მთვარე არ ყვება,
და არც მიყვება მოპარულ ლექსებს,
შორით, ლანდს ვხედავ ისიც მიყურებს,
ნელი-ნელ სახე უჩნდება,
მისი თვალების ნათელ წყვდიადში
მისი ბაგები ჩემსას ეხება...
თითებით დაწერილ გრძნობების ანდერძს,
ღამის ბურუსი ბინდად ედება,
ღრუბლების თავზე შუქს თუ უყურებ?!
და ის უთუოდ შენ გემალება.
მე, დავიგალე წერილის წერით,
კალამი შრება თითები მტყდება,
მე გულში მრჩება ის სევდა შენი,
რომელიც, მათრობს და მეღვიძება...
მოკლული გულის სანაცვლო იყოს
ტანჯვა წუხილი გულით გოდება,
და შენი ლექსის ავტორს უთხარი!
რომ ის უთუოდ, შენ გელოდება....