Thursday, April 21, 2011

მიცვალებულთა გარდაცვალება

და იქ სადღაც შორს ხმალნი უებრო
როს მტერთა მკერდში ჩაეცემოდნენ
სისხლის წვეთები უკიდეგანოდ
დღეს ციურ სევდად დაგვეცემოდნენ
ჩამოჰყოლიან გმირთა რიგები
მუხლჩამოყრილნი ეგებებიან
კაცნი ქალთაგან დაუნახებლად
პირ მობრუნებით ცრემლთ იღვრებიან
ქალთა ტირილი მათი გოდება
კაცთ მდუმარება შავბ-ნელ მოცილი
ცოლთ სხვისდა მალულ გაპარულობა
შვილთ შთენილება უგუნურობით
და იყო ერთი ფეხზედ დგომილი
აღმართ ხრიოკებს მიუყვებოდა
ნაფეხურების ნაცვლად კვალ-და-კვალ
დედა მის ცრემლებს შვილთ უტოვებდა
თავზე ახლადღად შემოკავებულს
ვინმე შავ-ძნელ-ფერ მანდილს ხედავდა
და ბინდ-მოცილი ღამეს მიმჰგვარი
დედას სამოსი ებლანდებოდა
მაღლა მთის წვერზე აგურთ ნაშენი
ძველდავიწყებულ საყდრის საგებლად
უკვე უკუნეთს სანთელთ მოცილი
გზა სანათებლად ვინმემ შეჰნატრა
ღმერთო დედაა გთხოვ რომ მიიღო
ეს ჩემი სიტყვა ცოდვილი ლეკვის
მან ხომ სატანჯველ გარემოებას
შეუშინებლად აღუდგა გეტყვი
ეს უკუნეთი გაალაჟვარდე
ვითარც თვალთ შეძლონ დანახულობა
თუ რამე ძღვენი გინდა უფალო
აგერ მე მომკალ შერისხულობა
და დედამ შეძლო ბილიკთა დევნა
მაღალი მთების კალთას ჩამოსხდეს
გულში იმედი შვილის დარჩენის
ამ სააქაოს მარად რჩებოდეს
და გააგრძელა დედამ მსვლელობა
უკან მოჰყვება არმია მგლების
მის საახლობლოდ თვალთა ხედვასა
არცა ნადირთა იკარებოდის
შემუჭვრილ ტყეთა რიგთა სავანეს
ბნელსა შეუსვლელს ეკალ ბუნებას
თითქოს გაეგოთ მისი ამბავი
დედას ვინ უშლის ჩვენთა სტუმრობას
მთელი დღე წვიმდა იმ ადგილ მიწას
თუმცა იმ ბილიკს წვეთნი ცდებოდეს
სადაც მნათობი სულის რაკრაკით
დედა თავის გზას მიუყვებოდეს
კლდეთა რიგებში ქარი მდრტვინვალებს
სიოც არ იქრის ცათა მწვერვალებს
თუნდაც ქვეყანა დაიქცეოდეს
ოღონდ მთის ბილიკს დედა სხდებოდეს
მაღალმა მთამან იციან თოვლი
თოვლში მსვლელობა ჭირს და ძნელია
თუმცა როდესაც დედა გაივლის
კვალ დაურჩენლად ისე შრებიან
თუ კი გზად სადმე მდინარე შეხვდეს
არ აქვს მნიშვნელი არაგველია
იგი დაშრება მანამ მის ფსკერზე
მისი ცრემლები დალალშრებია
შორს სადღაც კლდეზედ იმის მწვერვალზედ
მოსჩანდა რაღაც მნათობი სანთლის
თუმცაღა იყო ვითომ ვინატრე
იყო შუქურა მიწიერ ხალხის
დედა შეჩერდა მე შემომხედა
მე კი ქვა ვიყავ ნაკვეთი კლდეზედ
ხელი დამადო სახე შეცვლილმა
ქვამაც კი ვიგრძენ შევშინდი ღვთისებრ
ორიოდ წამ-წუთს თვალთ შევსცქეროდი
ვხედავდი ტკივილს დაღლას სინანულს
მხოლოდ ვინატრე ის მგელი ვიყო
რომელიც ამდენს შესცქერის დიდგულს
და უცებ ვინმე ბერმა კელიის
აგურთ ნაშენი ფარდა გააღო
ის დაინახა და კიბეთა რიგს
ფეხ დაუდებლად ჩამოარაკო
დედა შესცქერის ბერს ის კი მას
მდუმარედ ალბათ ესალმებოდნენ
ორთავს თვალთაგან ცრემლი კამკამა
კელიის ეზოს ეგებებოდეს
პირველ ხმა ვერცა ვერვინ შეჰბედა
რომ მათვე წარსულს იხსენებოდეს
თუმცაღა ხსოვნის განსადიდებლად
ბერი მის ვაჯ შვილს დაეძებოდეს
და გაკვირვებულს თვალთა მის მზერას
დედა ჩოქებზე დაყრით პასუხობს
რომ ის სათქმელად მისთვის მოსულა
ვისთვისაც ორთავ დრე-ღამ ლოცულობს
შეშინდა ბერი თუმცა მდუმარედ
გამოიტირა იტყვის ცხონდება
თვალთ სიბრაზისგან ნურცვინ შეჰხედოს
და მხოლოდ ერთხელ ამოიკვნესა
შემოჰყოლია ძმათა საფლავებს
შემოჰყოლია სიმღერა დედის
მეგრულ ნანებზე მიკამარია
აკვანში ნარწევ დედილო ცრემლის
ღმერთო აცხონე დედა იტირებს
სულის ტკივილი დამივავალე
ღმერთო ბიჭს დედა კარგად უმყოფე
მიცვალებული გარდამიცვალე

Saturday, April 16, 2011

ნაწარსულევის აღსარება

მინდა მოგითხროთ ჩემი ამბავი
არ მომისმინოთ თუ გინდათ არა
ეხლა მე გეტყვით ცოდვების პარადს
თუნდაც განმსაჯოთ თქვენ ყველამ ერთხმად
უკვე წლებია მე მიყვარს იგი
უკვე წლებია მკლავს მისი ნდომა
მაგრამ მე ვიცი ჩვენს შორის დგება
წარმოუდგენლად ურიცხვთა წონა
მე რომ ვამბობდი ვარ ერთადერთი
ვისაც კი მისიტ არ მიფიქრია
მსურს ვაღიარო და ეხლა გეტყვით
მისით ვსულდგმულობ ის მზედ მინთია
ფიქრები რაღაც მსგავსდება ზღაპარს
მას კი ავტორი უქრება ცხადში
და დაწერილი ცხოვრების ტრაპზე
მარტოდ დგომილი ვიდექი ქარში
და ამ მალებას არ უჩანს ბოლო
და ეს სიტყვები გულის ხმა არი
ჩამოდნობილი უეკლო ვარდის
მინდორში ნაკრეფ ცოდვილი სანთლის
მე გეტყვით მართალს შემრაცხეთ მერე
თუ გინდ იუდად ანდაც კი მოვკვდე
მე ამ ცხოვრების მორევში მყოფი
სიკვდილს ხიფათად არ ვინდობ არა
მაინც მიყვარხარ კვლავ გეტყვი რადგან
მკლავს ეს წყურვილი მიწიერ ნდომით
ცხად რეალობას შევხარი მართალ
ვარ დაჩოქილი ვფოფრდები ომით
მე ჩემს თავთ მაღლა არ მიმაჩნია
არცა არავით უფალი ღმერთი
მაგრამ მე ვწუხვარ რადგანაც ვამბობ
რომ ჩემზედ მაღლა მივიჩნევ წადილს
შეურაცხადი ნასროლი სადრაც
ისევ და ისევ მიწიერ სევდით
აღარ ვღონდები ვითარცა ვნახე
მას დასასრული არააქ მგონი
თუ კი სიზმრები თველმში ცხადდება
მაშ მიმიღია მუდამღად ძილი
არა მემგონი დილის ცვარია
ეს საუკუნო გრძნობაა დიდი
და მე მიყვარხარ უფრო და უფრო
ვითომ ოდესმე უყვარდათ იგი
მე ვერასოდეს ვიფიქრებ რადგან
ასე ძლიერად არ უყვართ ვიტყვი
ეჰ ჩემო თავო რა-რიგ ცოდო ხარ
რომ ვერ განსაჯოს ვერცერთმა ვერა
ალბათ გირჩევდი მე სხვა რომ ვიყო
უიმედობას გირჩევნამ წახვალ
თავი მოვიკლა? რა ვქნა მითხარით
მე მის გარეშე ვაპირებ ამას
ეს სიყვარული ჩემი არ არის
ეს სიყვარული ჩვენია რადგან
მე შენსა ნდომას ვუმღერი კიდევ
ალბათ უამრავს დაგიწერ მრავალს
სანამ ეს სული მედგმევა პირში
ეს ჩემი ენა მოგქარგავს ნარნარს
შენ ნატიფი ხარ ნაკვეთი ღმერთის
მისი კალთები შენზეა მხოლოდ
ხალხი ლოცულობს მე ცოდვად ვიტყვი
და შენ გეძღვნება მიყვარხარ გოგოვ
ეს სილამაზე კოსმიურია
ამ სილამაზეს არააქ მხოლოდ
საზღვარი სადღაც ექნება ალბათ
მაგრამ არა აქ და არსად  ბოლოს
ეს უგამჩენო გრძნობა მიგდია
სადღაც სიღრმეში გულის კუნჭულში
ამოდევნა კი აღარც მიცდია
რადგან აზრი აქ მის ყოფნას ფიქრით
და ასე გეტყვით გავშალე ფრთები
ზურგი ვაქციე ყველას და მასაც
მე დავიჩოქე ღმერთის წინ და ვთქვი
რომ ქვეყანაზე მე ერთი მიყვარს

Saturday, April 2, 2011

თუ კი მინატრებ ალბათ ინანებ

მიმალულია ალბათ ეს გრძნობა
ჩამდუღვრულია უფსკრულის ყელში
კედელთ ფრესკებად სახე ავლია
ბნელთ მოსილების ამაო ძღვენში
ქვეყნიერებას რაც კი ოქრო აქ
ბრილიანტებით დაცხრილულ მკერდში
ოკეანეთის მარგალიტებად
ომში ქალღმერთი მოიდრეკს ფეხრმთით
და ბრუნავს ბრუნავს ის ციფერბლატი
რომელიც დრო-ჟამს სახავს ხმიერად
დაღამებულა ზამთრის სიზმარში
ალბათ ოცნებობს ვინმე მგმინველად
ვერ გაგიბედა იმის გამხელა
რასაც ინახავს დახატავს ლექსით
დამდუმარებულ გულის კიდესთან
ხელთ შეუქმნელი აღუთქვამს მზერით
შებინდებამდე მთვარეს უხილავს
მისი დუდუნი ილაშქრებს ისევ
უსამართლობის მადლის კიბესთან
ალბათ მინატრებს დამწვარს მინანებს
ასჯერ გაზომის ას ერთხელ გავჭი
ცრემლებთ კარიბჭეს ვტირი დავამსხვრევ
ოღონდაც ერთხელ უკანასკნელად
თუნდაც მაჩუქო ის მზერა ღვთისებრ
ვერ გაგიბედე ალბათ ამის თქმა
ვერ გაგიმეტე თითქოს ამისთვის
არ დაგაბრალებ ვითომ მინატრე
არ დაგაძალებ კრთომას რამისთვის
უბრალოვდება ნახე? ეს გრძნობა
რადგან გაიგე თუ რადაც გთვლიდი
ათასწლეულებს ღამე ირეკლავს
შეცდომილების წალეკილს ფლიდი
მე არ მერგონა ოდესმე წერილს
გოგოს მივწერდი ასე ფრთიერად
გავარვარებულ შანთებს დავიყრი
ოღონდ ამოწვას გრძნობა ძლიერად
ალბათ ოდესღაც ეს სიყვარული
მდუმარედ გულს ჭრის სამარადისოდ
მაგრამ მანამდე გეტყვი გოგონავ
მიყვარხარ ძლიერ სასიხარულოდ...