ნოტებმა ქარის იწყეს დარეკვა
ფოთოლთა ჩრდილში დამანიავებს
ნეტავ ოდესმე მასთან მაცეკვა
ზეცა აღელვებს ბობოქარ ღრუბლებს
და როგორც მტვერი დაიფანტება
მის სხივებს შორის ფარდა ჩამოხდილს
თვალთაგან ღელვის ცრემლი მაწვება
ჩემი შავტუხას ღამეულ წადილს
მას სამომავლოდ არვინ ეხება
მანკიერებით აღსავსე ჭურჭელს
და როგორც ვამსხვრევ მომენატრება
რა შეედრება ჭაღარას სურნელს
მებაირაღე ალბათ იტყოდა
უსიყვარულოდ დაიტანჯები
მემგონი ვხვდები მან ხომ იცოდა
მე მის გარეშე დავიმარხები
და გავყვე კიდეც ამაოებას
ოღონდაც ერთხელ სამარადისოდ
ნუთუ მიწყალებს სამღვდელოება
მიხსენიებენ საეშმაკისოდ
არაა გავყვები მე გზა-ბილიკებს
ვეტრფიალები კიდეც ამ გრძნობას
გიჟი კი დავლევ ალბათ ლირიკებს
მე შენგან ვითხოვ მიწიერ ნდობას...