Tuesday, January 11, 2011

თმაში შეპარულ ჭაღარას ვფიცავ

მთვრალი ნაწეწი ნაგლეჯი ვეგდე
მე სამწყსოებას უკეთ ქცეული
დაბერებული ყმაწვილი ვიყავ
ეს უკუნეთი ბედად რყეული
ცაში ჟღურტული ჩიტების იდგა
ბარში მღეროდა მგოსანი მუნჯი
ყაყაჩოები საფლავზე იწვა
მთებში ისმოდა ყმუილი მგლური
და მზე გადაცდა ჰორიზონტს ნელა
მთვარე დუდუნებს ამაყად ბნელა
შორით განათდა ჭიუხვი სვეტად
და წამოვიდა თქეში და ელვა
სიჩუმე იყო საოცრად ფლიდი
თითქოს არსებამ დაგმო სიცოცხლე
მხოლოდ ისმოდა ნაბიჯი ნელი
ვიღაც გალობდა და მე ვილოცე
თქვენთან მოვედი სანაცვლოდ მადლის
დამგმეთ და ასე გამაგდეთ ფერფლად
და მე ასე ვწერ ამ გრძნობას ჩემსას
ზიზღის სანაცვლოდ სიყვარულს ვბერტყავ
ცაზე ღრუბლებმა შემიკრეს კოპი
ვითომ მაწვიმდა არა და არა
სინამდვილეში ეს იყო ცრემლი
რომელიც სახეს ვმალავდი ბევრსაც
და თავდახრილმა დაგტოვეთ ფეხმარდ
თქვენ კი წახვედით დადექით სხვებთან
თუ სიყვარული ჩემი არ გეყოთ
მაშ მიჩუქნია ეს გული სევდად
ჩემი სიცოცხლე რა არის ნეტავ
ამ სიყვარულმა მაქცია ღმერთად
მაგრამ არ მინდა შევცოდო ასე
რადგან ერთია ღმერთი და წმინდა
რა ვქნა მითხარით ძმებს გეკითხებით
ღირს კი სიცოცხლე უსიყვარულოდ
მე ამას ვფიქრობ მიჯობს სიცოცხლეს
სიკვდილი მდაღე და უამბორო
მინდოდა კითხვა დამესვა დებზეც
მაგრამ ვის ვკითხო ისინი არ მყავს
მეგონა მყავდნენ და მათ ვუყვარდი
თუმცაღა მათგან ვიტანდი ბევრსაც
მორჩა დამთავრდა წყალობა ჩემი
ეს გული სადღაც გაჰქრება რწფელი
მაგრამ ეს გრძნობა არ არს შინგ გულში
არც ხორციელი და ვითომ ჰქრება
მე თქვენს სიყვარულს დავმალავ ჩემში
ჩემში ამ გრძნობას დირე არ სძვრება
უბრალოდ ასე იბუდებს ბნელში
რადგანაც სული ავით მეწვება
და ნეტარების დასრულდა წლები
ეხლა მე წავალ გაღმა მარილზე
ჰე სამაია კარგად მისმინეთ
მე თქვენ მიყვარხართ ჩემს სიცოცხლეზე...
და ეხლა ბოდიშს მოგიხდით ყველას
მსურს მაპატიოთ თითქოსდა ელავს
ამ ჩემი ლექსით თუ გაწყენინეთ
იტოკში ყველას მოგიძღვნით სევდას